ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
ზესტაფონის ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრში ინოვაციური პროექტი „საუკეთესო სტარტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა განვითარების ადრეული მხარდაჭერა“ განხორციელდა
პროექტი პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებისა და განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრში „ორიონი“ მოეწყო თერაპიული ოთახები სრული აღჭურვილობით 0 -დან 7 წლამდე ბავშვებისთვის.
პროექტის პრეზენტაციას პოლონეთის ელჩი საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩი. ტჩევის საგანმანათლებლო ასოციაციის ხელმძღვანელი, ვოიცეხ რინცი, ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, არამედ იმერეთის რეგიონისთვის. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ზესტაფონის მერიის მხარდაჭერით, „ორიონში“ 8 თერაპიული კაპინეტი მოეწყო, რომელიც სრულად არის ადაპტირებული შშმ ბავშვებისთვის“,- ვასილ გველესიანი
პროექტის პრეზენტაციის შემდეგ, კულტურისა და შემოქმედების ცენტრში „ორიონის“ ორგანიზებით სპექტაკლის ჩვენება მოხდა.