ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
ზესტაფონში სოფელ ალავერდის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სოფელ ალავერდში გზის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. აღნიშნული გზის მონაკვეთი ზესტაფონს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებთან აკავშირებს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ რეაბილიტირებული გზით, როგორც ადგილობრივები, ასევე მეზობელი მუნიციპალიტეტის მოსახლეობაც ისარგებლებს.
მიმდინარე სამუშაოები ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა, ვიცემერთან, გიორგი ჯუღელთან, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
"კლდეეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ერთდროულად ორი სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ალავერდის პროექტი მნიშვნელოვანია არა მარტო ადგილობრივებისთვის, არამედ მეზობელი მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ისინი მაქსიმალურად შემცირებულ დროში შეძლებენ დანიშნულების ადგილზე მისვლას", - ვასილ გველესიანი
გზის მოწყობის სამუშაოებს სატენდერო ვალდებულებით შპს "სანდრო" ასრულებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.