ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
2024-11-14
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
2024-11-08
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
2024-11-07
ადგილობრივი ფაუნის სახეობათა მხარდასაჭერად ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 100 ფრთა კოლხური ხოხობი ბუნებაში გაუშვა
ადგილობრივი ფაუნის სახეობათა მხარდასაჭერად, ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 100 ფრთა კოლხური ხოხობი ბუნებაში გაუშვა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მეორე სვირისა და აჯამეთის ტერიტორიაზე კოლხური ხოხბები გაუშვეს.
კოლხური ხოხობი საქართველოში ენდემური სახეობაა. შემცირებული სახეობების აღდგენა - გამრავლების ხელშეწყობის პროექტი 2016 წლიდან ხორციელდება.
სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა განმარტებით, ტერიტორიას მეთვალყურეობას ადგილობრივ მონადირეთა საინიციატივო ჯგუფთან ერთად გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო გაუწევს.
დაცარიელებული სივრცეების შევსების და ადგილობრივი გარეული სახეობებით აღდგენა - გამრავლების პროექტს საქველმოქმედი ფონდი "აგრო ქართუ" ახორციელებს. პირველ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით 2500 - მდე ხოხობი და კაკაბია ველურ ბუნებაში გაშვებული.