ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში პორტატული კომპიუტერი 131 მოსწავლემ მიიღო

  ზესტაფონის მუნიციპალიტეტში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში პორტატული კომპიუტერი 131 მოსწავლემ მიიღო

 ზესტაფონის მერიის საკონფერენციო დარბაზში, საჯარო სკოლების საბაზო საფეხურის წარმატებულ მოსწავლეებს კომპიუტერები დაურიგდათ.

 განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში კუთვნილი კომპიუტერები მოსწავლეებს ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ, მერიის საკრებულოსა და რესურს ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად გადასცეს.

 "მინდა მივულოცო თითოეულ მათგანს დამსახურებული საჩუქარი. მოხარული ვარ, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში ამდენი წარმატებული მოსწავლეა და მათი რიცხვი ყოველ წელს იზრდება" აღნიშნა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა ვასილ გველესიანმა