ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
2024-11-14
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
2024-11-08
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
2024-11-07
ზესტაფონში მეორე სვირის საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მეორე სვირში, ჯიკვათირის საუბნო გზის 3 კმ- იან მონაკვეთს რეაბილიტაცია უტარდება.
საგზაო ინფრასტრუქტუეული პროექტის მონიტორინგი ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა, ვიცემერთან გიორგი ჯუღელთან ერთად განახორციელა.
პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს, რომლის ღირებულება 892 989 ლარია. რეაბილიტირებული გზით სარგებლობას 300 - ზე მეტი ოჯახი შეძლებს.
"ზესტაფონის მერია, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს რამდენიმე მისამართზე ერთობლივად ახორციელებს. მათ შორისაა მეორე სვირის, ჯიკვათირის საუბნო გზის მოწყობა. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ადგილობრივებს გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა ექნებათ. ისინი ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, შეძლებენ გადაადგილებას და ქალაქის ცენტრთან დაკავშირებას", - ვასილ გველესიანი