ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
ზესტაფონი სპორტის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის სპორტული აქტივობები გაიმართა.
სიმონ საყვარელიძის სახელობის სასპორტო სკოლაში, ზესტაფონში ფარიკაობის სკოლის დამაარსებლის, სიმონ საყვარელიძის და ჭიდაობაში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ჯონდო ჯანიაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.
მამუკა ასლანიკაშვილის სახელობის სანაპიროზე მოეწყო გარბენი. მარათონულ გარბენში მონაწილეობას, ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა მოდებაძე, სასპორტო სკოლების მწვრთნელები და სპორტსმენები იღებდნენ.
სპორტის სასახლეში, სასკოლო სპორტულ ოლიმპიადის ფარგლებში ფინალური შეხვედრა გაიმართა მაგიდის ჩოგბურთში იმერეთის რეგიონის სკოლებს შორის. გამარჯვებული გუნდები ზესტაფონის მერმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, მერიის, საკრებულოს და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
იმერიეთის რეგიონის სკოლებს შორის პირველი ადგილი, როგორც გოგონათა შორის, ასევე ვაჟებში ზესტაფონის მე - 7 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა