ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
ზესტაფონის სასპორტო სკოლაში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელების ვარსკვლავები გაიხსნა
ზესტაფონის სასპორტო სკოლაში, ფარიკაობის სკოლის დამაარსებლის, სიმონ საყვარელიძის და ჭიდაობაში საქართველოს დამსახურებული მწვთნელის, ჯონდო ჯანიაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა
სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზესტაფონში სხვადასხვა სახის სპორტული აქტივობა გაიმართა. სპორტულ ღონისძიებებს შორის, სასპორტო სკოლაში ზესტაფონის პირველი მოფარიკავის, სიმონ საყვარელიძის და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ჯონდო ჯანიაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.
საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობას იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, მოადგილე მალხაზ შერგელაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი, ბეჟან წაქაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები იღებდნენ.
სიმონ საყვარელიძე ერთ - ერთი პირველი მწვრთნელი იყო ქვეყნის მასშტაბით, რომელსაც ფარიკაობის, როგორც სპორტის სახეობის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის. 1960 - 1961 წლებში სიმონ საყვარელიძის ძალისხმევით ზესტაფონში გაიხსნა ბავშვთა და მოზარდთა სპორტული სკოლა, რომლის მშენებლობა სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული. სიმონ საყვარელიძე გახლდათ არაერთი ტიტულოვანი მოფარიკავის აღმზრდელი და მასწავლებელი.
2011 წელს მის მიერ დაარსებულ სპორტულ სკოლას სიმონ საყვარელიძის სახელი მიენიჭა.
ჯონდო ჯანიაშვილი გახლდათ საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ღირსების ორდენის კავალერი, ზესტაფონის საპატიო მოქალაქე.
ჯონდო ჯანიაშვილი ზესტაფონის სასპორტო სკოლაში 1972 წლიდან მოღვაწეობდა. აღზრდილი ჰყავს არაერთი ტიტულოვანი სპორტსმენი.
საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ სასპორტო სკოლაში სპორტული აქსესუარები და ინვენტარი გადაეცათ სპორტსმენებს