ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
ზესტაფონში, სოფელ ბოსლევის ცენტრალურ მაგისტრალთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს!
სოფელ ბოსლევში, რამდენიმე უბნის ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. რეაბილიტაცია 5 კმ - მდე მონაკვეთს უტარდება, რომლითაც ყოველდღიურ რეჟიმში 200 - ზე მეტი ადამიანი სარგებლობს.
საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგი ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა, მოადგილე გიორგი ჯუღელთან და მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად განახორციელა.
ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, გზის ზედაპირზე არმირებული ბეტონის საფარი იგება. საუბნო გზა ადგილობრივ მოსახლეობას, სოფელში არსებულ უძველეს ტაძართან აკავშირებს.
"სოფლად გამართული ინფრასტრუქტურა, ყოველთვის იყო პრიორიტეტი ჩვენთვის. სულ მოკლე დროში მასშტაბურ პროექტებს ბოსლევის რეაბილიტირებული გზაც შეემატება. ადგილობრივები მარტივად შეძლებენ, როგორც სოფლის ცენტრთან დაკავშირებას, ასევე წმინდა გიორგის ტაძრამდე, რომელიც მე- 17 საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება", - ვასილ გველესისნი
პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს. სამუშაოებს შპს "ალპედე" ახორციელებს