ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
სოფელ კვალითში საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
საუბნო გზის მოწყობის სამუშაოები მსგავსი მასშტაბით პირველად ხორციელდება დასახლებაში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგი ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა, მოადგილე, გიორგი ჯუღელმა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა განახორციელეს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივები, 200 - ზე მეტი ადამიანი მარტივად დაუკავშირდებიან ცენტრალურ გზას.
"მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს, მათ შორისაა საგზაო ინფრასტრუქტურა. გზების მოწყობის სამუშაოებს რამდენიმე მისამართზე ერთდროულად ვახორციელებთ. გამართული ინფრასტრუქტურა ადგილობრივებს მისცემს საშუალებას ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეძლონ, როგორც შიდა საუბნო გზებზე გადაადგილება, ასევე ცენტრალურ მაგისტრალთან" , - ვასილ გველესიანი
გზის მოწყობის სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. გზის აღდგენის სამუშაოებს შპს "სანდრო" ასრულებს