ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
ფაშიზმზე გამარჯვების 78 - ე წლისთავი მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს
ფაშიზმზე გამარჯვების 78 - ე წლისთავი აღნიშნეს ზესტაფონში. ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა, მოადგილე, მალხაზ შერგელაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძემ, მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს მეორე მსოფლიო ომის გმირთა ალექსანდრე ბიბილაშვილისა და სერგო კეთილაძის ბიუსტები.
ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს ალექსანდრე ბუსკივაძეს, შალვა წულუკიძეს და გაიოზ გელაშვილს. გამარჯვების დღის აღსანიშნავად მათ სასაჩუქრე ნაკრები გადასცეს. გამარჯვების დღის აღსანიშნავად ვეტერანები ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით 1000 ლარს მიიღებენ.
"ჩვენ პატივს მივაგებთ გმირებს, იმ ადამიანებს რომელთა ღვაწლი დიდია საკუთარი ქვეყნის წინაშე" , ვასილ გველესიანი
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78 - ე წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 500 ლარს მიიღებენ