ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
ზესტაფონში 3 სოფლის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
სოფელ ტაბაკინში საუბნო გზის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი გზის ზედაპირზე არმირებული ბეტონის საფარის მოწყობას ითვალისწინებს. საუბნო გზა ადგილობრივებს სოფლებთან - კლდეეთთან და კინოთთან, ასევე მეზობელ მუნიციპალიტეტთან აკავშირებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგი ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა, მოადგილე, გიორგი ჯუღელმა და საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძემ განახორციელეს.
"სოფელ ტაბაკინში მასშტაბურ პროექტს ვახორციელებთ. საუბნო გზით ყოველდღიურ რეჟიმში 1000 - ზე მეტი ადამიანი სარგებლობს. გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა მათ მისცემს შესაძლებლობას დროის მოკლე მონაკვეთში, შეზღუდვების გარეშე დაუკავშირდნენ, როგორც ქალაქის ცენტრალურ ნაწილს, ასევე მეზობელ მუნიციპალიტეტს", - ვასილ გველესიანი
გზის მოწყობის სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება