ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
ზესტაფონის ვარინკა მაჭავარიანი - წერეთლის სახელობის ამფითეატრში ქართული სიმღერის ფესტივალი "იმერეთის ხმა" გაიმართა!
მუსიკალურ პროექტში მონაწილეობას იმერეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტი იღებდა. ფესტავლის საპატიო სტუმრები კომპოზიტორი, მარიკა კვალიაშვილი, პოეტი ნანა ცინცაძე და სხვა ცნობილი სახეები იყვნენ.
ღონისძიებას იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ლევან კიკნაველიძე, ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, მოადგილე მალხაზ შერგელაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"სასიამოვნოა რომ მუსიკალური პროექტის მასპინძელი ზესტაფონის ვარინკა მაჭავარიანი- წერეთლის სახელობის განახლებული თეატრონი იყო, რომელიც დღიდან დაარსებისა არაერთი მუსიკალური ღონისძიების მდიდარ ისტორიას ინახავს, რომელთა შორის უკვე "იმერეთის ხმაც" იქნება. იმედია ეს მომავალშიც გაგრძელდება, ცხრაწყაროს ღია თეატრონი და ჩვენი მუნიციპალიტეტი ამისთვის ყოველთვის მზადაა", - ვასილ გველესიანი
სიმღერის ფესტივალთან ერთად, ამფითეატრში ადგილობრივ მეწარმე ქალთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა - გაყიდვაც მოეწყო.
სიმღერის ფესტივალი "იმერეთის ხმა" იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით 2014 წლიდან იმართება. პროექტის მიზანია ქართული სიმღერის, როგორც ეროვნული ფენომენის პოპულარიზაცია, ახალგაზრდა, ნიჭიერი მომღერლების გამოვლენა და ხელშეწყობა.