ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
ზესტაფონი ეროვნული სამოსის დღეს შეუერთდა!
ქართული სამოსის დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე კოსტიუმირებული მსვლელობა მოეწყო. სხვადასხვა კუთხის ნაციონალურ სამოსში გამოწყობილმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა ქვეყნის ისტორიულ - კულტურული მემკვიდრეობა სხვადასხვა ფორმით გამოფინეს ქალაქის ქუჩებში. საზეიმო მსვლელობას ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, მოადგილე მალხაზ შერგელაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები შეუერთდნენ.
ეროვნული სამოსის დღის აღნიშვნა ვარინკა მაჭავარიანი - წერეთლის სახელობის თეატრონზე გაგრძელდა. მსვლელობაში მონაწილე ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა, ეროვნული, საცეკვაო ნომრები წარმოადგინეს.
"ეროვნული სამოსი ჩვენი იდენტობის, კულტურის ნაწილია და საოცრად ამაღელვებელია ერთად გამოფენილი ნაციონალური სამოსის გამოფენა ქალაქის ქუჩებში", - ვასილ გველესიანი
ქართული სამოსის დღე 2016 წლიდან აღინიშნება საქართველოში.