ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ბუნებრივ აირს დამატებით 170 - ზე მეტი ოჯახი მიიღებს
სოფელ ძირულასა და წევაში ბუნებრივი აირი აინთო. კვირიკაშვილებისა და ნიშნიანიძეების ოჯახში გაზქურა სიმბოლურად ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ აანთეს.
გაზიფიცირების პროექტის ფარგლებში ძირულასა და წევაში 18 კმ- მდე გაზსადენის მშენებლობა განხორციელდა, რომლის ფარგლებში აღნიშნულ დასახლებებში 170 - ზე მეტი ოჯახი თვის ბოლომდე ჩაერთვება ქსელში.
"ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ წევასა და ძირულაში გაზიფიცირების პროექტის ფარგლებში დამატებით 170 - ზე მეტი ოჯახი მიმდინარე თვის ბოლომდე ჩაერთვება ქსელში. მივულოცავ იმ ოჯახებს, სადაც დღეს პირველად აინთო ბუნებრივი აირი, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს მათ სოციალურ მდგომარეობას." -ვასილ გველესიანი
საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, 2022 - 2024 წლების განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით, 244 დასახლებულ პუნქტში - 39 698 აბონენტის გაზიფიცირებისთვის დაიწყება საპროექტო სამშენებლო სამუშაოების განხორციელება.