ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
საერთაშორისო ფესტივალზე "თეატრალური იმერეთი 2023" ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა სპექტაკლი "ანტიგონე" წარადგინა
თეატრალური ფესტივალი 13 ივნისს საზეიმოდ გაიხსნა. ფესტივალის ეგიდით, 30 ივნისის ჩათვლით, რეგიონის პროფესიული თუ სახალხო თეატრები 15 სპექტაკლს წარადგენენ. თეატრალურ ფესტივალზე, იტალიის, ქალაქ ნაპოლის ექსპერიმენტული და აზერბაიჯანის სახელმწიფო თეატრებიც გამართავენ ჩვენებებს.
"ანტიგონეს" ჩვენებას ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, მოადგილე გიორგი ჯუღელი, ასევე მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
თეატრალური ფესტივალი უკვე მე - 14 სეზონს ითვლის. "თეატრალური იმერეთი 2023" - იმერეთის სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაციის და იმერეთის თეატრალური საზოგადოების მიერ იმართება.
ფესტივალის მხარდამჭერია იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტი, ასევე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. თეატრალური ფესტივალი 1 ივლისს დაიხურება