ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
2024-11-14
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
2024-11-08
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
2024-11-07
ზესტაფონში, სოფელ ბოსლევის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ზესტაფონში, სოფელ ბოსლევის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბოსლევის, წმინდა გიორგის სახელობის მე - 17 სუკუნის მეორე ნახევრით დათარიღებულ ტაძრამდე მისასვლელ გზას რეაბილიტაცია უტარდება. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა 5 კმ - მდე მონაკვეთზე იგეგმება, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობა ცენტრალურ მაგისტრალსაც უკავშირდება.
საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგი ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა, ვიცემერთან გიორგი ჯუღელთან, შემსრულებელი კომპანიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად განახორციელა.
პროექტი რეგიონული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 960 330 ლარია.
"ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ სოფელ ბოსლევში. თუ წლების განმავლობაში მათთვის დიდ სირთულეს წარმოადგენდა ცენტრალურ მაგისტრალთან დაკავშირება, ასევე სოფელში არსებულ ტაძრამდე მისვლა, ეს პრობლემა სულ მოკლე დროში მათ უკვე აღარ ექნებათ. გზის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ადგილობრივებთან ერთად სოფლის ულამაზესი ხედებისა და დასახლებაში არსებული ტაძრების მონახულება უკვე ყველასთვის იქნება შესაძლებელი", - ვასილ გველესიანი
ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გზის ზედაპირზე არმირებული ბეტონის საფარი იგება. სამუშაოებს სატენდერო ვალდებულებით შპს "ალპედე" ასრულებს