ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
ზესტაფონში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამეანო - ნეონატალური განყოფილება გაიხსნა
ზესტაფონში, კლინიკა "ფერომედის" ბაზაზე სამეანო - ნეონატალური განყოფილება გაიხსნა. თანამედროვე აპარატურა და გამართული ინფრასტრუქტურა, მატერიალურ - ტექნიკური ბაზა, ლაბორატორიული სერვისები, პროფესიონალი კადრები და გამოცდილება, ეს ის ჩამონათვალია, რომელიც ახლადგახსნილ სამშობიარო სახლს გამოარჩევს. როგორც სამშობიარო სახლის ადმინისტრაცია განმარტავს, სამეანო განყოფილება 700 მშობიარეს მოემსახურება.
სამეანო - ნეონატალური განყოფილებას გახსნას, ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, მაჟორიტარი დეპუტატი,ბეჟან წაქაძე, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"ახალი სამედიცინო დაწესებულება, მნიშვნელივანია, არა მარტო ზესტაფონისთვის, არამედ მეზობელი მუნიციპალიტეტებისთვისაც. აქ არსებული შესანიშნავი გარემო, მაღალკვალიფიციური კადრი, მაღალი დონის მომსახურებას გაუწევს მშობიარეებს, რაც მათთვის უდიდესი კომფორტი იქნება. მჯერა, ახლადგახსნილი სამშობიარო სახლი სულ მოკლე დროში დაიმკვიდრებს თავის ადგილს არა მხოლოდ ჩვენს ქალაქში, არამედ რეგიონშიც", - ვასილ გველესიანი