ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის საქართველოს თასის გამარჯვებულ გუნდს- ზესტაფონის "მარგვეთს", მერიამ სპორტული აქსესუარები გადასცა

 
"საქართველოს თასზე" - წარმატებული ასპარეზობისთვის ზესტაფონის მერიამ "მარგვეთს" სპორტული აქსესუარები გადასცა საჩუქრად. ფეხბურთელებს ზესტაფონის მერის მოადგილე, მალხაზ შერგელაშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებსა და სასპორტო სკოლის დირექტორთან ერთად შეხვდა.
ზესტაფონის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი, მიხეილს სალაძის სახელობის სასპორტო სკოლის ბაზაზე 2016 წლიდან ჩამოყალიბდა. "მარგვეთი" მონაწილეობას იღებდა საქართველოს ჩემპიონატსა და თასის გათამაშებებში. საქართველოს ჩემპიონატი გუნდმა ორჯერ, ხოლო "საქართველოს თასი" სამჯერ მოიგო.