ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
2024-11-14
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
2024-11-08
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
2024-11-07
ზესტაფონში აგვისტოს ომის გმირის, ზაზა ფერაძის ხსოვნას პატივი მიაგეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მეომრები გაიხსენეს
ზესტაფონში აგვისტოს ომის გმირის, ზაზა ფერაძის ხსოვნას პატივი მიაგეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მეომრები გაიხსენეს
რუსეთ - საქართველოს 2008 წლის ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის, ზაზა ფერაძის სახელობის მემორიალთან, რომელიც დაბა შორაპანში მდებარეობს, ზესტაფონის მერის მოადგილეები, გიორგი ჯუღელი, მალხაზ შერგელაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად მივიდნენ. პატივი მიაგეს მის ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს ქართველი მეომრის მემორიალი. მარგვეთის ეპარქიის სასულიერო პირმა, მამა გიორგიმ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. მემორიალთან ზაზა ფერაძის ოჯახის წევრებიც შეიკრიბნენ.
უფროსი სერჟანტი, ზაზა ფერაძე 1973 წლის 16 თებერვალს, დაბა შორაპანში დაიბადა. 2002 წლის ივლისში ჩაირიცხა კომანდოს ბატალიონში. 2004 წელს ცხინვალის კონფლიქტურ მოვლენებში იყო ჩართული. 2004 – 2005 წლებში ერაყის რესპუბლიკაში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა.
2008 წლის ივლისში, მე- 4 ბრიგადის, 42 - ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში სნაიპერების ჯგუფის მეთაურად დაინიშნა და ამავე ქვედანაყოფთან ერთად, 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომში მიიღო მონაწილეობა. სნაიპერის ტყვიამ,ქართველი სამხედრო მოსამსახურე მაშინ იმსხვერპლა, როდესაც დაჭრილი თანამებრძოლის გადასარჩენად მიბრუნდა. უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძე დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის მე - 3 ხარისხის ორდენით, 2015 წელს საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს, მისი სახელი მიენიჭა.