ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
ზესტაფონში უმაღლესი ქულის მქონე აბიტურიენტები დააჯილდოეს
ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველაზე მაღალქულიან აბიტურიენტებს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულები დააგროვეს ფულადი ჯილდო გადასცა. ფულადი პრიზი უმაღლესი ქულის მქონე აბუტურიენტებისათვის შპს "ალპედემაც" - დააწესა.
დაჯილდოების ცერემონია მერიის საკონფერენციო დარბაზში შედგა. ღონისძიებას ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, მოადგილები გიორგი ჯუღელი, მალხაზ შერგელაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტან ღამბაშიძე, მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს წარმომადგენლები, აბიტურიენტთა პედაგოგები და მშობლებიც ესწრებოდნენ.
"ძალიან მიხარია, რომ ზესტაფონს ამდენი გამორჩეული და მოტივირებული ახალგაზრდა ჰყავს. მადლობა მათ პედაგოგებს, მშობლებს, რომელთა წვლილი დიდია ამ ახალგაზრდების წარმატებაში. წარმატების მთავარი ფორმულა არის განათლება. პირველი სადაც ინვესტიცია უნდა ჩაიდოს, სწორედ განათლებაა. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მათ წახალისებას. დარწმუნებული ვარ რომ ეს ახალგაზრდები იზრუნებენ, როგორც ჩვენი რეგიონის, ასევე ჩვენი ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის", - ბეჟან წაქაძე
ფულადი პრიზი 6 აბიტურიენტს გადაეცა. მათ შორისაა:
საბა საყვარელიძე ( მე - 7 საჯარო სკოლა)
ნინო შველიძე ( მე - 7 საჯარო სკოლა)
დანიელა ვადაჭკორია ( მე - 5 საჯარო სკოლა)
ნინა გეწაძე ( მე - 2 საჯარო სკოლა)
ელენე ფუტკარაძე ( მე - 5 საჯარო სკოლა)
აკაკი ლოლომაძე ( მე - 2 საჯარო სკოლა)