ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მერმა მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის პედაგოგებს და აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო - სააღმზრდელო პროცესი განახლდა. ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა წარმომადგენლებს ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა, მოადგილე, მალხაზ შერგელაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძემ, მერიის და საკრებულოს, ასევე საბავშვო ბაღების გაერთიანების წარმომადგენლებმა მიულოცეს.

ვასილ გველესიანი ქალაქის მე - 5 და მე - 7 საბავშვო ბაღებს სტუმრობდა.

"მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები მზადაა სააღმზრდელო პროცესის გასაგრძელებლად. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ბავშვებმა მიიღონ სრულფასოვანი აღზრდა. ვულოცავ მათ სასწავლო პროცესის განახლებას და წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ მათგანს", - ვასილ გველესიანი

მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 1500 - ზე მეტი ბავშვი ირიცხება