ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი 16 - 17 სექტემბერს 2023 წლის საქართველოს თასის შემოდგომის სარეიტინგო ტურნირს მასპინძლობდა კომპაკ სპორტინგში
ზესტაფონის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს სპორტის ფედერაციისა და ზესტაფონის სროლის მოყვარულთა კლუბის ორგანიზებით ზესტაფონში საქართველოს თასის შემოდგომის სარეიტინგო ტურნირი გაიმართა კომპაკ სპორტინგში.
ტურნირი სამ ეტაპად ჩატარდა: A, B, C კატეგორიებში. თითოეულ კატეგორიაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები, რომლებიც დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებით, სიგელებით და ფულადი პრიზებით.
პარალელურად, ადგილობრივებს შორის გათამაშდა ბადრი ბურჯანაძის სახელობის თასი.
თასის მფლობელი ავთანდილ კიკნაველიძე გახდა. მეორე და მესამე ადგილები კახა ხაჭაპურიძემ და ზურა გაჩეჩილაძემ გადაინაწილეს.
ტურნირს ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, საქართველოს სპორტინგის ფედერაციის პრეზიდენტი, დავით ჭინჭარაული, ასევე მეზობელი მუნიციპალიტეტის პირველი პირებიც ესწრებოდნენ.
"დიდი დაინტერესება გამოიწვია ტურნირმა. სპორტულ ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 50 - ზე მეტი წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. ზესტაფონის მერია მომავალშიც დაუჭერს მხარს მსგავსი აქტივობების ორგანიზებას და იმედს ვიტოვებ მომავალში კიდევ უფრო საინტერესო ღონისძიების მომსწრენი გავხდებით" , ვასილ გველესიანი
ტურნირი, სპორტის ამ სახეობის განვითარებას, და პოპულარიზაციას, მოსახლეობის ფართო ფენებში, მონაწილეთა კვალიფიკაციის ამაღლებას და ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურება