ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
ზესტაფონში, სოფელ ფუთის საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა
სოფელ ფუთის საუბნო გზის 2 კმ - იან მონაკვეთზე, რომლითაც ყოველდღიურ რეჟიმში 200 - მდე ადამიანი სარგებლობს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
რეაბილიტირებული გზის მონაკვეთი ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა, მოადგილე გიორგი ჯუღელთან და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
დასახლებაში მსგავსი მასშტაბის საგზაო ინფრასტეუქტურული პროექტი პირველად განხორციელდა. გზის ზედაპირზე არმირებული ბეტონის საფარი მოეწყო. საუბნო გზით, მეზობელი მუნიციპალიტეტის, ხარაგაულის ერთ - ერთ სოფელთან დაკავშირებაც არის შესაძლებელი.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 548 982 ლარია. სატენდერო ვალდებულებით გზის მოწყობის სამუშაოებზე შპს "ალპედე" მუშაობდა.
როგორც მერმა აღნიშნა, ადგილობრივებისთვის მეტად მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება, რადგან, საუბნო გზაზე პირველად მოეწყო ბეტონის საფარი, რაც სოფლის მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას, ყოველგვარი ბარიერების გარეშე, დროის მოკლე მონაკვეთში შეძლონ ცენტრალურ მაგისტრალთან დაკავშირება.