ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
ზესტაფონის საიუბილეო დღეების ფარგლებში აღმაშენებლის ქუჩაზე გია აბესაძის სახელობის სკვერი გაიხსნა
გია აბესაძის სახელობის სკვერი, ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძესა და ზესტაფონის დამეგობრებული ქალაქების დელეგაციის წევრებთან ერთად გახსნა.
აღმაშენებლის N 59 - ში არსებულ სკვერს, ზესტაფონის მკვიდრის, საქვეყნოდ ცნობილი ექიმის, გია აბესაძის სახელი მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით მიენიჭა.
გია აბესაძე ქალაქ ზესტაფონში დაიბადა. დამთავრებული აქვს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. მუშაობდა ქ. რუსთავის და ქ. თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმად, ასევე თბილისის მე - 2 სამშობიარო სახლის კარდიოლოგად, საბურთალოს გამგეობის პოლიკლინიკის თერაპევტად.
1991 წლის, 21 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე თავი დაიწვა სამოქალაქო დაპირისპირებისადმი პროტესტის ნიშნად.
"თუ საქართველოს გაერთიანებას მსხვერპლი სჭირდება, დე, მე ვიყო იგი, ოღონდ უკანასკნელი" - წერია მის დანატოვარ ბარათში. გია აბესაძის დაკრძალვის დღე პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.
მისი სახელი მიენიჭა ისტორიულ ქუჩას ძველ თბილისში