ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის..
ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ და ადგილო..
ზესტაფონის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო გალა ..
"ზესტაფონქალაქობის" სახალხო დღესასწაულზე "ზესტაფონის საპატიო მოქალაქეების" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
"ზესტაფონობის" დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებზე, რომელიც მამუკა ასლანიკაშვილის სანაპირიზე გაიმართა " ზესტაფონის საპატიო მოქალაქეები" დაასახელეს. გაიმართა დაჯილდოების ცერემონიაც.
"ზესტაფონის საპატიო მოქალაქის" სტატუსი 11 პიროვნებას მიენიჭა. მათ შორისაა:
ნათელა სალაძე ( პროფესიით პედაგოგი)
ნანა ღიბრაძე ( დამსახურებული ქორეოგრაფი)
ნანა ჩიტორელიძე ( პედაგოგი, გამოცემული აქვს ლექსების და მოთხრობების კრებული)
შალვა კიკნაველიძე ( 2012 და 2016 წლების მოწვევის პარლამენტის წევრი და მაჟორიტარი დეპუტატი)
გიორგი გოგლიჩიძე ( ზესტაფონის მერი 2019 - 2021 წლებში)
მთვარიდა ყიფიანი ( მუსიკის პედაგოგი)
ნანა ქემოკლიძე ( ექიმი - პედიატრი )
ზაზა მჭედლიძე ( ექიმი )
თორნიკე ქათამაძე ( კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებული ანსამბლის წევრი)
ზაურ ამილახვარი ( საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის, თავისუფალი უნივერსიტეტის დოცენტი, პროფესორი)
გოგი კაპანაძე ( შსს სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, დაჯილდოებულია
მედლით " საბრძოლო მამაცობისთვის")
" ზესტაფონის საპატიო მოქალაქეები" მუნიციპალიტეტის მერმა, ვასილ გველესიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძემ და ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ დააჯილდოეს