ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თასის გათამაშება მიმდინარეობს მინი ფეხბურთში
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, იმერეთის ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის ჩემპიონატი მიმდინარეობს მინი ფეხბურთში. ტურნირი მერიისა და საკრებულოს თანამშრომელთა შორის იმართება
ჩემპიონატის ფარგლებში, ზესტაფონის სპორტის სასახლეში ერთმანეთს ზესტაფონისა და ვანის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ვანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა გამარჯვებით დასრულდა.
საფეხბურთო მატჩს, ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, მოადგილე, მალხაზ შერგელაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ჩემპიონატის მიზანია იმერეთის რეგიონის ადმინისტრაციული ერთეულების თანამშრომელთა ჩართულობა სპორტულ აქტივობებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, მასობრივი ფეხბურთის განვითარება და პოპულარიზაციაა.
ტურნირის გამარჯვებული სახელმწიფო რწმუნებულის გარდამავალი თასით, პირველი ხარისხის დიპლომებითა და მედლებით დაჯილდოვდება.