ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა
აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ზესტაფონში. მუნიციპალიტეტის მერმა, ვასილ გველესიანმა, მოადგილეებმა გიორგი ჯუღელმა, მალხაზ შერგელაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძემ, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს დაბა შორაპანში, აფხაზეთის ომის გმირების, ზაზა გაჩეჩილაძის და გიორგი მეგრელიშვილის სახელობის მემორიალი.
მარგვეთის ეპარქიის სასულიერო პირმა, მამა დავითმა, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
"27 სექტემბერი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ - ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. ჩვენ დღეს პატივი მივაგეთ აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირების ხსოვნას, რომელთა სახელი არასოდეს მიეცემა დავიწყებას" , - ვასილ გველესიანი
აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნის პატივსაცემად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშებია დაშვებული