ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
ზესტაფონში, სოფელ ქვედა საქარის საუბნო გზებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, ქევდა საქარის საუბნო გზებზე არმირებული ბეტონის საფარი დაიგო. დასახლებაში ახლა სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული პროექტის მონიტორინგი ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა, მოადგილე გიორგი ჯუღელთან და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად განახორციელა.
"ქვედა საქარაში, გურულების საუბნო გზით ყოველდღიურ რეჟიმში 250 - ზე მეტი ადამიანი სარგებლობს. გარდა შინა საუბნო გზებისა, ადგილობრივები გზის აღნიშნული მონაკვეთით, სოფელ ზედა საქარასაც უკავშირდებიან. რეაბილიტირებული გზა მათ აძლევს შესაძლებლობას უპრობლემოდ გადაადგილდნენ და ჰქონდეთ გამართული ინფრასტრუქტურა დასახლებაში", - ვასილ გველესიანი
გზის მოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 603 116 ლარია. სამუშაოებზე მერიის დაკვეთით შპს "ალპედე" მუშაობს.