ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) მხარდაჭერით, ,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ’’ ევროპულ ქარტიას კიდევ 5 ქართული მუნიციპალიტეტი შეუერთდა.
ამჯერად, დოკუმენტს ზუგდიდის, ზესტაფონის, ჩოხატაურის, სამტრედიისა და ბაღდათის თვითმმართველი ერთეულების მერებმა მოაწერეს ხელი, რი¬თაც
და¬ა¬დას¬ტუ¬რეს გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვის მზაობა და მხარდაჭერა საკუთარ მუნიციპალიტეტებში.
ათეას ადვოკატირებით, ქარტიას სულ 26 თვითმმართველი ერთეული შეუერთდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე ევროპულ ქარტიასთან მიერთების მზადყოფნა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებმაც დააფიქსირეს.
ევროპული ქარტია, რომელიც ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს (CEMR) მიერ, 2006 წლის მაისში შეიქმნა, მუნიციპალიტეტებში გენდერული ბალანსის დამკვიდრებასა და ქალთა და კაცთა თანასწორობის გასაუმჯობესებლად, საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში, ღონისძიებების გატარებას ისახავს მიზნად.
დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია, ეროვნული კონფერენციის - ,,გენდერული თანასწორობის დღის წესრიგი ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები” ფარგლებში გაიმართა, რომელიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით მოეწყო