ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
ზესტაფონის მერიამ, უსინათლოთა საზოგადოების წევრებს ხმოვანი წნევის აპარატები შეუძინა
მუნიციპალიტეტის მერიის შშმ საბჭოსა და სოციალური სამსახურის ურთიერთთანამშრომლობით, ზესტაფონის უნისათლოთა კავშირის წევრებს ხმოვანი წნევის აპარატები შეუძინეს. პირველ ეტაპზე, უსინათლო ადამიანებისთვის 66 წნევის აპარატი შეძენა მოხდა ხმოვანი სიგნალით, რომელიც მათ ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად გადასცეს.
"მუნიციპალიტეტის მერია უსინათლო ადამიანებისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშესაწყობად არაერთ სოციალურ პროგრამას ახორციელებს. ვიმედოვნებ, ჩვენს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხს" , - ვასილ გველესიანი
შშმ პირთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის მიმართულებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტში განხორციელდა:
შშმ პირთა საბჭოს 2023 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში "წითელ ჯვართან" თანამშრომლობით 18 წლამდე შშმ პირებს საკანცელარიო ნივთები გადაეცათ.
მიხეილ სალაძის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელი სკოლისა და საბჭოს თანამშრომლობით ჩატარდა „ამპუტანტ ფეხბურთელთა“ გუნდის სპორტული ასპარეზობები. ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდს მერიის ინიციატივით, თასის მოგების შემდეგ, ფულადი ჯილდო გადაეცა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის მიმართულებით, სარეაბილიტაციო ცენტრ "ნაიოს" და "ორიონს" გამოეყოთ შესაბამისი ფართი.
საბჭოსა და ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომლობით, შშმ პირთა საზოგადოებასთან ადაპტირებისთვის დაიგეგმა გასვლითი ტური აჭარაში. შშმ პირთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, კულტურისა და შემოქმედების ცენტრის მხარდაჭერით და ბავშვთა ცენტრ " ორიონის" ჩართულობით დაგეგმილია სპექტაკლის ჩვენება კულტურის ცენტრში.
შშმ პირთა საზოგადოებაში რესოციალიზაციისთვის, მუნიციპალიტეტში განხორციელებული ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი იქნება ადაპტირებული.
შშმ პირთა საბჭოს მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა