2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლები..
2025-04-02
ქალაქ ზესტაფონში მულტიფუნქციური ახალგაზრდული ..
2025-04-01
მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში..
2025-03-28
ზესტაფონში "ღვინის დღეები" აღინიშნა
ზესტაფონი ქვეყნის 23 მუნიციპალიტეტს შორის ერთ - ერთია, სადაც პრემიერ მინისტრის ინიციატივითა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ფესტივალი "ღვინის დღეები" გაიმართა.
საფესტივლო პროგრამა გასართობ, შემეცნებით და მუსიკალურ ღონისძიებებს აერთიანებდა.
საფესტივლო სივრცეებში მოეწყო ღვინოების გამოფენა - გაყიდვა, წარმოდგენილი იყო ქართული სამზარეულოს კუთხე, სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები ბავშვებისათვის, გამოიფინა ადგილობრივი მეწარმეების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები. ღონისძიებები კონცერტით დასრულდა, სადაც მონაწილეობას ქართული ესტრადის ცნობილი მომღერლები თიკა ჯამბურია, თემურ თათარაშვილი, თამუნა ამონაშვილი, და "ქუჩის ბიჭები" იღებდნენ