ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ერთ - ერთი პირველია რეგიონში, სადაც ინოვაციური სოციალური პროექტი - "კარგი სტარტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ადრეული მხარდაჭერა" განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ "ორიონს" ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალება გადაეცა. ღონისძიებას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ლევან კიკნაველიძე, ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, მოადგილე, მალხაზ შერგელაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, პოლონეთის საელჩოს, ასევე ქალაქ ტჩევის სპეციალური საგანმანათლებლო დაწესებულებათა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"კარგი სტარტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ადრეული მხარდაჭერა" ფარგლებში "ორიონში" მოეწყო 7 თანამედროვე კაბინეტი, მათ შორის მასაჟის და ჰიდრომასაჟის სივრცე, სენსოპლასტიკის, მუსიკოთერაპიის, ფიზიოთერაპიის კაბინეტი სენსორული ინტეგრაციის ელემენტებით, კიბერთვალი და მეტყველების თერაპიის კაბინეტი, ფსიქოლოგიის კაბინეტი, ინკლუზიური განათლების ოთახი, ჰიგიენისა და მოსაწესრიგებელი სივრცე სველი წერტილით, შშმ ბავშვთათვის ადაპტირებული გასახდელი სივრცე. შეძენილ იქნა ინკლუზიური თერაპიის კაბინეტებისთვის საჭირო აღჭურვილობა და სამუშაო ინვენტარი
5 საბავშვო ბაღისთვის.
ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა150 ბავშვს მოემსახურება, ხოლო საბავშვო ბაღებში მოწყობილი სენსორული ინტეგრაციის ოთახები განკუთვნილია, როგორც განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებისთვის, ასევე ტიპიური განვითარების მქონე ბავშვებისთვის.
პროექტი განხორციელდა პოლონეთის, ქალაქ ტჩევის სპეციალური განათლების ასოციაციისა და ტჩევის სპეციალური საგანმანათლებლო დაწესებულებათა ჯგუფის პარტნიორობით. სოციალური პროექტის მხარდამჭერი გახლდათ ზესტაფონის მერია, რომლის დაფინანსებით "ორიონში" რეაბილიტაცია ჩაუტარდა ოთახებს.
ადაპტირებული ტრანსპორტის გადაცემის შემდეგ, საზეიმო ღონისძიება გაიმართა კულტურისა და შემოქმედების ცენტრში. წარმოდგენილი გახლდათ სპექტაკლი " წუნა და წრუწუნა" "ორიონის" აღსაზრდელების, მათი მშობლებისა და პედაგოგების ჩართულობით.