ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მეტალურგის დღე და საწარმოს დაარსებიდან 90 წლის იუბილე აღნიშნეს
ფეროშენადნობთა ქარხნის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ღონისძიებების აღნიშვნა გიორგი ნიკოლაძის სახელობის სკვერიდან დაიწყო. ქართული მეტალურგიის ფუძემდებლის მონუმენტს პატივი მიაგეს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ, ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძემ, "ჯორჯიან მანგანეზის" ხელმძღვანელმა პირებმა, ეპარქიის წარმომადგენლებმა და საწარმოს თანამშრომლებმა.
ღონისძიებების ფარგლებში, ქარხნის ტერიტორიაზე ახალი სკვერი გაიხსნა. საწარმოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, წარმატებულ მეტალურგებს სიგელები და მედლები გადაეცათ.
"დღეს ფეროშენადნობთა ქარხნის ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია. ძვირფასო მეტალურგებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის 90 წლის იუბილეს!
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა ქართულ მრეწველობაში რჩება ფლაგმანად და უდიდესია მისი წვლილი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში", - ვასილ გველესიანი