ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
ზესტაფონში კომპანია „საქკაბელმა“ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გადაიარაღებული საწარმოო სივრცე და ახალი შოურუმი გახსნა
ღონისძიებას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მერი ვასილ გველესიანი, აგრეთვე საჯარო, საბანკო, ელექტროინდუსტრიაში არსებული კომპანიების პარტნიორები და სხვა კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,,ადგილობრივი წარმოება უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. სახელმწიფო მზად არის და ყოველთვის დაეხმარება საწარმოებს, რომლებიც მოტივირებულები იქნებიან, რომ გააფართოონ და კიდევ უფრო საინტერესო გახადონ თავიანთი წარმოება. ამის მაგალითია ,,საქკაბელი”, თუ როგორ უნდა ითანამშრომლოს ბიზნესმა სახელმწიფოსთან და შესაბამისად წარმატების ფორმულაც სახეზეა. აღნიშნული კომპანია ყოველწლიურად ვითარდება და ექსპორტზეც გადის მათი პროდუქცია. ბიზნესის ხელშეწყობის კომპონენტით სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში” მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ადგილობრივი წარმოებების განვითარებას, რაც დადებითად აისახება რეგიონის ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე ადგილობრივების დასაქმებაზე” - ზვიად შალამბერიძე.
„საქკაბელმა“ „აწარმოე საქართველოში“ ბიზნეს უნივერსალის პროგრამის მხარდაჭერით, სესხის პროცენტის სუბსიდირებით ისარგებლა. კომპანიამ საწარმოში მანქანა-დანადგარები განაახლა და მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნადი სოლარ კაბელების წარმოება დაიწყო. საწარმომ ხარისხის ევროპული სერტიფიკატი აიღო, რაც ნიშნავს იმას, რომ „საქკაბელის“ წარმოებული პროდუქცია ყველა სათანადო სტანდარტს აკმაყოფილებს.
ინვესტიციის შედეგად კომპანიაში 35 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
ბიზნეს ურთიერთობის განვითარების ხელშემწყობი კონფერენციის დასრულების შემდეგ „საქკაბელს“ შემოსავლების სამსახურისგან ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცა. აღნიშნული სტატუსი კომპანიას ახალ გამარტივებულ საბაჟო შესაძლებლობებს აძლევს