ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
ზესტაფონის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიუსაფარი ცხოველებისთვის სახლები დაამზადეს
მიუსაფარი ცხოველებისთვის, ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე, მეოთხე სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დამზადებული სახლები დადგეს. ახალგაზრდების ინიციატივას მხარი დაუჭირა, ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა და მათთან ერთად სახლების განთავსების პროცესში ჩაერთო.
"ჩვენს ქალაქში მიუსაფარი ცხოველებზე იზრუნეს ახალგაზრდებმა და საკუთარი ხელით დაამზადეს მათთვის ლამაზი სახლები. ჩვენ ერთად შევარჩიეთ ადგილები სადაც განვათავსებდით სახლებს. მერია ყოველთვის დაუდგება გვერდით მსგავს ინიციატივებს. მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ მათგანს და სკოლის დირექციას ასეთი კეთილშობილური საქმისთვის", - ვასილ გველესიანი
როგორც მეოთხე სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, სკოლა ჩართულია ევროსაბჭოსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში - " დემოკრატია იწყება სკოლიდან" რომლის ფარგლებშიც განხორციელდა მიუსაფარი ცხოველებისთვის სახლების დამზადება. პროექტის ავტორი კი ორი მოსწავლე, ელენე ნოზაძე და ლუკა გოქსაძეა. ახალგაზრდები უახლოეს მომავალში ისევ გეგმავენ ახალი სახლების დამზადებას მიუსაფრებისთვის.