ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მე - 4 საჯარო სკოლა ქვეყნის მასშტაბით ერთ - ერთი პირველია, რომელიც სასკოლო მონაწილეობითი ბიუჯეტირების პილოტირების პროექტს იწყებს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ევროპის საბჭოსა და საქართველოში სოლიდარობის ფონდ PL-თან თანამშრომლობით, სასკოლო მონაწილეობითი ბიუჯეტირების პილოტირების პროექტში ზესტაფონის მეოთხე საჯარო სკოლა ერთვება. პროექტის ფარგლებში დღეს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი ესწრებოდა.

 "სასიამოვნოა, რომ საქართველოს რეალობაში სასკოლო მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტში ზესტაფონის მეოთხე სკოლა ერთვება. მჯერა, რომ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით ეს ახალგაზრდები ბევრ საინტერესო პროექტს განახორციელებენ, რომელიც მისცემს მათ შესაძლებლობას სამოქალაქო ჩართულობის გამოცდილება გაიზიარონ", - ვასილ გველესიანი

 სასკოლო მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტი ხორციელდება უკრაინული ორგანიზაცია CSDF-თან თანამშრომლობით