ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონის მერმა მრჩეველთა საბჭოს წევრებს მუნიციპალიტეტის 2024 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი გააცნო

ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე 2024 წლის პროგრამული ბიუჯეტის პარამეტრები განიხილეს.

მერმა საბჭოს წევრებს მომავალ წელს განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მათი მოსაზრებებიც მოისმინა. პრიორიტეტულ სფეროთა შორის მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში სოლიდური თანხებია მობილიზებული სოციალური, ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული თუ სხვა პროექტების განსახორციელებლად