ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

ზესტაფონში, ქვედა კლდეეთი - ტაბაკინის დამაკავშირებელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ზესტაფონის მერიის დაკვეთით, კლდეეთი - ტაბაკინის დამაკავშირებელ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. ბეტონის საფარი ერთ კილომეტრამდე მონაკვეთზე მოეწყო. ინფრასტრუქტურული პროექტის მონიტორინგი ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად განახორციელა.

"დასახლებაში მსგავსი მასშტაბის ინფრასტრუქტურული სამუშაოები პირველად განხორციელდა. ადგილობრივი მოსახლეობა ორ სოფელთან დაკავშირებას ამიერიდან კეთილმოწყობილი გზით შეძლებენ, რაც საგრძნობლად გაუადვილებს მათ ყოველდღიურ ყოფას", - ვასილ გველესიანი

გზის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 175 755 ლარით დაფინანსდა.