ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
ზესტაფონის მერიისა და მუზეუმების გაერთიანების ორგანიზებით, უშანგი ჩხეიძის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მხატვრული კითხვის კონკურსი გაიმართა
მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში მხატვრული კითხვის კონკურსი - "კითხულობს მასწავლებელი" ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობას სხვადასხვა საჯარო სკოლის პედაგოგები და დირექტორები იღებდნენ. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც მერიის მიერ დაწესებული ფულადი პრიზები გადაეცათ. დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობას ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი იღებდა, რომელიც ამავდროულად ჟიურის წევრიც გახლდათ.
ჟიურის გადაწყვეტილებით ადგილები ასე გადანაწილდა:
უშანგი ჩხეიძის სახელობის პრიზი - ქეთევან შარიქაძე ( მესამე საჯარო სკოლა)
პირველი ადგილი - ქეთევან ჩუბინიძე (როდინაულის საჯარო სკოლა)
მეორე ადგილი - შორენა აბუთიძე ( ცხენთაროს საჯარო სკოლა)
მესამე ადგილი - ლეილა გიორგაძე ( პირველი საჯარო სკოლა)
ელისო ბერაძე ( კვალითის საჯარო სკოლა)
ეკატერინე მასხარაშვილი ( ზოვრეთის საჯარო სკოლა)
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, 28 ნოემბერს, უშანგი ჩხეიძის სახლ - მუზეუმში ღონისძიება გაიმართება. ზესტაფონის სახელმწიფო თეატრში კი კლასიკური დრამატურგიის თეატრალური ფესტივალი "უშანგი" გაიხსნება. ზესტაფონელი თეატრალები საპრემიერო ჩვენებას გამართავენ სპექტაკლით "ჰამლეტი"