ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
ზედა საქარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (გულბანდიანის კონწოლია)
ზედა საქარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (გულბანდიანის კონწოლია)
ტაძარი თარიღდება IX - X საუკუნეებით. ეკლესია გუმბათოვანია, აშენებულია ქვითა და კირით. აქვს ორი შესასვლელი, სამხრეთით და დასავლეთით. ორივე შესასვლელი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი თაღოვანი.
ტაძარში შემორჩენილია ფრესკების ძალიან მცირე ფრაგმენტები. საკურთხევლის კონქში გვხვდება მაცხოვარის, ღვთისმშობელის და ნათლისმცემელის ფრესკები. ეკლესია გარედან მოხატულია ქართული ორნამენტებით.
ეკლესიის დასავლეთით მიწისქვეშა სათავსია მოწყობილი, რომელიც ორი, ერთმანეთთან დაკავშირებული, ოთახისგან შედგება.
ტაძრის ჩრდილოეთის მხარეზე არის ხუცურად შესრულებული წარწერა.
ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა 1951 და 2005 წლებში. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიამდე მისასვლელი გზა კი 2023 წელს კეთილმოეწყო.