ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
2024-11-14
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
2024-11-08
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
2024-11-07
ზესტაფონის მერიისგან სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე ოჯახებმა საახალწლო ამანათები მიიღეს
მუნიციპალიტეტის მერი, ვასილ გველესიანი, საკრებულო თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, საახალწლო ამანათების დარიგების პროცესში იღებდნენ მონაწილეობას. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე ოჯახებს დამდეგი შობა - ახალი წელი მიულოცეს და მერიის სახელით საახალწლო ამანათები გადასცეს.
მერიის ამანათი სათნოების სახლმა "კათარზისმა", ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრმა "ორიონმა" და ორგანიზაცია "ცხოვრების მეგზურმა" მიიღო. საახალწლო ამანათები ბავშვებისთვის ზესტაფონის ახალგაზრდული საბჭოს წევრებსაც ჰქონდათ. მათ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს გადასცეს საახალწლო საჩუქრები.
მერიის საახალწლო ამანათი 1125 ოჯახმა მიიღო