ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
ზესტაფონის მერმა ღვაწლმოსილ ქალბატონებს დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა
მუნიციპალიტეტის მერი, ვასილ გველესიანი, ვეტერანთა რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ერთად, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქალბატონებს შეხვდა. მერმა მათ ქალთა დღე და მარტის დღესასწაულები მიულოცა, მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალი წარმატებები უსურვა. ვასილ გველესიანმა ქალბატონებს ყვავილები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ღონისძიებაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირმა გიორგაძეც იღებდა.
"ყველა ქალბატონს დიდი პატივისცემით ვულოცავ გაზაფხულის შემობრძანებას და ქალთა დღესასწაულებს. განსაკუთრებულია ქალის როლი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მინდა ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ვუსურვო თითოეულ მათგანს, რომ კიდევ დიდხანს, ბევრი კეთილი საქმის კეთება შეძლონ და საკუთარი გამოცდილება გადასცენ მომავალ თაობებს", -ვასილ გველესიანი