ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
2024-11-14
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
2024-11-08
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
2024-11-07
ზესტაფონის მერიისა და საქართველოს "წითელი ჯვრის" საზოგადოების ერთობლივი სოციალური აქციის ფარგლებში ამანათები დარიგდა
სასაჩუქრე ნაკრები, ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ "ორიონს", ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ორგანიზაცია "ცხოვრების მეგზურს" და სათნოების სახლ "კათარზის" გადაეცა.
ამანათების დარიგების პროცესში "წითელი ჯვრის" ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი, ვასილ გველესიანი, მოადგილე, მალხაზ შერგელაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კაკოიშვილი იღებდნენ. სასაჩუქრე ნაკრები სათამაშოებს, საბავშვო ტანსაცმელს და სათამაშოებს აერთიანებდა