ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
სერგო ზაქარიაძის სახელობის მხატვრული კითხვის კონკურსის გრან პრი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გიორგი ბედიაშვილს და ლუკა აბულაძეს გადაეცა
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმების გაერთიანების ორგანიზებით და ზესტაფონის მერიის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტში
ს. ზაქარიაძის 115 წლის იუბილესთან დაკავშირებით მხატვრული კითხვის კონკურსი გაიმართა ვაჟთა შორის.
მხატვრული კითხვის კონკურსში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეები იღებდნენ. კონკურსი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში დღეს დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის მერი, ვასილ გველესიანი, მოადგილე მალხაზ შერგელაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირმა გიორგაძე, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებას ს. ზაქარიაძის ძმის შვილიშვილი, მანანა კვინიკაძეც ესწრებოდა. კონკურსის პირობების მიხედვით, გამოვლინდნენ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულები, ასევე გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში.