ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
ზესტაფონის მერია სოფელ დილიკაურში ორი საუბნო გზის მოწყობის პროექტს ახორციელებს
დილიკაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ორი სოფლის, ქველეთუბანი - დილიკაურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საუბნო გზით ყოველდღიურ რეჟიმში 300 - ამდე ადამიანი სარგებლობს. პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს. გზის მოწყობა 365 900 ლარით ფინანსდება. გზის კეთილმოწყობაზე შპს "ბორანი" მუშაობს.
დილიკაურში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ეწყობა ცერცვაძეების საუბნო გზა. პროექტს ღირებულება 127 987 ლარია. გზის მოწყობას "მშენებელი 2022" ახორციელებს.
საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა, ვიცე მერთან, გიორგი ჯუღელთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა მოდებაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად განახორციელა. მერი ასევე შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ძირითადი სამუშაოები დასრულებულია.