ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
2024-11-14
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
2024-11-08
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
2024-11-07
საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ზესტაფონის მერია ერთდროულად რამდენიმე მისამართზე ახორციელებს
გზის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს საზანოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ტყლაპივაკეში.
ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი, ვიცე მერთან, გიორგი ჯუღელთან ერთად პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. რეაბილიტაციაზე 301 182 ლარი იხარჯება. საუბნო გზის კეთილმოწყობის სამუშაოებს შპს "Georgian Build" ახორციელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დასახლებაში მაცხოვრებლებს მრავალი წლის პრობლემა მოუგვარდებათ. ადგილობრივები ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეძლებენ გადაადგილებას.