ზესტაფონის მერიამ მე - 6 საჯარო სკოლის მოსწავ..
2024-11-14
ზესტაფონში 4 საბავშვო ბაღი შენდება..
2024-11-08
ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფე..
2024-11-07
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სახელმწიფო თეატრში, მშობლიური ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, ფატი დადიანის 105 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სახელმწიფო თეატრში, მშობლიური ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, ფატი დადიანის 105 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა.
საგანმანათლებლო სფეროში ფატი დადიანის 45 წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობა, სახელმწიფო თეატრში შეკრებილმა ფართო აუდიტორიამ კიდევ ერთხელ გაიხსენა და შეახსენა საზოგადოებას, იმ მასწავლებლის სახელი, რომელმაც თაობები აღზარდა ზესტაფონში. პედაგოგი რომლის განვლილი ცხოვრება ყველასთვის სამაგალითო იყო.
ღონისძიების იდეის ავტორი, ფატი დადიანის ყოფილი მოსწავლე, ზესტაფონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, თამარ გველესიანი გახლდათ. ღონისძიებაში მონაწილეობას ფატი დადიანის ყოფილი მოსწავლეები, სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეები, მასწავლებლები და მუსიკალური კოლექტივები იღებდნენ,
ღონისძიებას უამრავ სტუმართან ერთად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი, ვასილ გველესიანი ესწრებოდა.
"ჩემთვის დიდი პატივია წარვსდგე, იმ საზოგადოების წინაშე, რომელიც პირადად იცნობდა ფატი დადიანს.
თავისი ცხოვრების წესით, ღირებულებებით, ფატი დადიანი იყო მოვლენა ზესტაფონის ისტორიაში. მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ თამარ გველესიანს, მისი ღვაწლის დაფასებისთვის.
სასიამოვნოა, რომ ჩვენს გვერდით არსებობენ ისეთი მოსწავლეები, რომელთაც შეუძლათ ღირსეული ადამიანის სახელი უკვდავყონ. ფატი დადიანის მსგავსი ადამიანები ყოველთვის ტოვებენ თავის კვალს ცხოვრებაში", - ვასილ გველესიანი