ცხელი ხაზი : 0 492 25 26 26

დედამიწის დღეს ზესტაფონი დასუფთავების აქციით შეუერთდა

მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს წევრები შეუერთდნენ ქვეყნის მასშტაბით გამართულ გარემოს დაცვის მხარდასაჭერ ღონისძიებებს. საბჭოს წევრებმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ბადრი ბურჯანაძის სახელობის სკვერი დაასუფთავეს. ღონისძიებაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სერვის ცენტრის თანამშრომლებიც იღებდნენ.

 ახალგაზრდული საბჭოს წევრების მთავარი გზავნილი დასუფთავების აქციიდან ორ სლოგანს აერთიანებდა:
"
დაიცავი გარემო"
"
გაუფრთხილდი დედამიწას".

 დედამიწის დღის აღნიშვნა სათავეს 1970 წლიდან იღებს