ზესტაფონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწ..
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობით დაზარა..
დიდთოვლობას უწყვეტ რეჟიმში ებრძვიან ზესტაფონშ..
ფაშიზმზე გამარჯვების 79 - ე წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა ზესტაფონში
ფაშიზმზე გამარჯვების 79 - ე წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა ზესტაფონში
მეორე მსოფლიო ომის გმირთა მემორიალები ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს. მუნიციპალიტეტის მერმა, ვასილ გველესიანმა, მოადგილე მალხაზ შერგელაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ, მერიის, საკრებულოს და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს, მეორე მსოფლიო ომის გმირების, ალექსანდრე ბიბილაშვილისა და სერგო კეთილაძის ბიუსტები. ყვავილები მიიტანეს " გმირთა მემორიალთან" და პატივი მიაგეს ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას.
ფაშიზმზე გამარჯვების 79 - ე წლისთავთან დაკავშირებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს, ზესტაფონის მკვიდრს, გაიოზ გელაშვილს 2000 ლარი, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით 1000 ლარი გადაეცა. მუნიციპალიტეტის სახელით, გაიოზ გელაშვილმა, სამადლობელი სიგელი და ფასიანი საჩუქრებიც მიიღო