ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის..
2026-02-06
ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ და ადგილო..
2026-01-01
ზესტაფონის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო გალა ..
2026-01-01
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, მუნიციპალიტეტის სიმონ საყვარელიძის სახელობის სასპორტო სკოლაში ტრადიციული ტურნირი გაიმართა ქართულ ჭიდაობაში. ფალავნის ტიტულის მოსაპოვებლად გამართულ ორთაბრძოლებში მონაწილეობას 50 -მდე მოჭიდავე იღებდა.
ფინალური შეხვედრა გიორგი ქათამაძესა და ლაშა გურეშიძეს შორის შედგა. წლის ფალავნის ტიტული გიორგი ქათამაძემ მოიპოვა. სპორტულ ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი, ვასილ გველესიანი მოადგილე, მალხაზ შერგელაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაძიძე, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპორტსმენებს და შეკრებილ საზოგადოებას, დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და დაჯილდოვების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.